"თუ ევროპას სურს მიგრანტების კრიზისის მოგვარება, თურქეთის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ინიციატივებს სირიაში მხარი უნდა დაუჭიროს"
ევროპულმა ქვეყნებმა თურქეთის პოლიტიკას ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მხარი უნდა დაუჭირონ, თუ ჭეშმარიტად სურთ მიგრანტების კრიზისის გადაწყვეტა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ქვეყნის მმართველ პარტიისადმი სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა.
„თუ ევროპულ ქვეყნებს სურთ პრობლემის გადაჭრა, მაშინ მხარი უნდა დაუჭირონ თურქეთის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ინიციატივებს სირიაში“,-აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროკავშირს მოუწევს ანკარას მხარი დაუჭიროს.
თურქეთის პრეზიდენტმა იდლიბში განხორციელებული ოპერაციების დროს, თურქეთის ჯარების მიღწევებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სირიის რეჟიმს სხვა ქვეყნების დახმარება ვერ გადაარჩენს.
„მალე ბაშარ ასადის რეჟიმი ნახავს, რომ იდლიბის მიღმაც, ხალხი მის წინააღმდეგ აღსდგება. რეჟიმი მხოლოდ მაშინ მიხვდება, რომ სხვა ქვეყნების საჰაერო და სამხედრო მხარდაჭერა ვეღარ გადაარჩენს“,- განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა იდლიბში პროთურქულ სირიის ოპოზიციასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ჯარებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდეტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერა. მედიის ცნობით, შეტაკებებში ერთ მხარეს თურქეთის ჯარები, ხოლო მეორე მხარეს რუსული ავიაცია მონაწილეობს.
პარალელურად, თურქეთმა მიგრანტებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროპისჯენ მიმავალი გზა გაუხსნა. მედიის ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი ევროკავშირის საზღვრებთან იმყოფება.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"