მილიარდერ ილონ მასკის დედა გვიამბობს, როგორ გაზარდა სამი წარმატებული შვილი მარტომ: "არ აცხოვროთ ბავშვები ფუფუნებაში"

ტესლას დამფუძნებლის, მილიარდერ ილონ მასკის დედის რჩევები ნამდვილად გასათვალისწინებელია, რადგან ამ ქალბატონის სამივე შვილმა დიდ წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში.



სუპერმოდელმა და დიეტოლოგმა ახლახანს გამოსცა წიგნი, რომელშიც გულახდილად აღწერა, თუ როგორ გაზარდა სამი შვილი ქმართან განშორების შემდეგ.

 

 

mshoblebi

 

 


მეი ამ პერიოდში 31 წლის იყო. მასკის სიტყვებით, მათი ოჯახისთვის ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. დედას უწევდა ბევრი შრომა შვილებისთვის საცხოვრებლისა და საკვების უზრუნველყოფისთვის.

 



შრომისადმი სიყვარული იყო ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ბავშვების აღზრდაში. დისციპლინამ და მუშაობის ადრეულმა დაწყებამ თავისი შედეგი გამოიღო: მეის სამივე შვილმა თავის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია.

 

 

mshoblebi

 

 

ილონ მასკი (მეის უფროსი შვილი) - ინჟინერი, გამომგონებელი, ტესლას დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. უმცროსი ბიჭი - კიმბალი წარმატებული რესტავრატორი, ხოლო და - ტოსკა პროდიუსერი და რეჟისორი. მას უკვე 40 რეალიზებული პროექტი აქვს.

 



თვითონ მეიმ 8 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. დასთან ერთად ფოსტალიონს ეხმარებოდა წერილების დარიგებაში და საათში 5 ცენტს გამოიმუშავებდა. 12 წლის ასაკში დებმა მუშაობა დაიწყეს მამამისთან კლინიკაში. პაციენტებს წერდნენ მიღებაზე და ასრულებდნენ მსუბუქ სამუშაოს.

 

 

mshoblebi

 

 

"ისე გავზარდე ჩემი შვილები, როგორც მე და ჩემი და გაგვზარდეს მშობლებმა: დამოუკიდებლები, კეთილები, თავაზიანები, ყურადღებიანები და კეთილსინდისიერები. არ ვექცეოდი შვილებს, როგორც პატარა ბავშვებს და არც ვეჩხუბებოდი. არასოდეს მითქვამს, თუ როგორი აუცილებელი იყო სწავლა. დავალებებსაც კი არ ვუმოწმებდი - ეს მათი მოვალეობა იყო", - ამბობს მეი.

 

 

მეი მასკის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავად გააკეთოს არჩევანი და იყოს პასუხისმგებელი თავის საქციელზე. მაგალითად: ილონს, კიმბალუს და ტოსკას ნება დართო, თავად აერჩიათ სპეციალობა და კოლეჯი, ასევე სწავლისთვის საბუთებიც მათ შეაგროვეს.

 

 

mshoblebi

 

 


"ასწავლეთ შვილებს კარგი მანერები. დაე, თავად გადაწყვიტონ, რა უნდათ", - ასეთ რჩევას იძლევა მეი მასკი.

 



სუპერმოდელი რეკომენდაციას აძლევს მშობლებს, რომ არ შეუქმნან შვილებს უზრუნველი ყოფა. თუმცა მეის უფროსი შვილი - ილონი არ ითვალისწინებს დედის რჩევას და თავისი 6 შვილს ფუფუნებაში და უზარმაზარ კერძო სახლში აცხოვრებს. ისეთ კერძო სკოლაში სწავლობენ, სადაც მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით ღებულობენ ბავშვებს.

 

 

https://www.mshoblebi.ge/

წაკითხვა 601 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.