ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია
მსოფლიოში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ბოლო კვირებია ყველაზე რთული ვითარება ბრაზილიაშია და მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 26 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" წერს.
სააგენტოს ცნობითვე, ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 1 156 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი, ვირუსს 26 764 პაციენტი ემსხვერპლა. ბრაზილიაში სულ კორონავირუსის 438 238 შემთხვევაა აღწერილი. ამ მონაცემით ის მსოფლიოში მეორე ქვეყანაა და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.
საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს. ვირუსი გავრცელდა ქვეყნის იმ ნაწილშიც, სადაც აბორიგენები ცხოვრობენ. ეს ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან. მაშინ, როცა კრიზისია, საავდმყოფოები გადაჭედილია, მათთვის აღარავის სცალია და სამედიცინო დახმარებაზე ხელი არ მიუწვდებათ. ისინი მხოლოდ მოხალისე ექთნების იმედად არიან.
მსოფლიო შეძრა ფოტოებმა, სადაც ჩანს, რომ ბრაზილიებმა კორონავირუსით გარდაცლილთათვის ასობით საფლავი გათხარეს.
მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას თან ახლავს პოლიტიკური ქაოსიც. შექმნილ ვითარებაზე საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია პასუხისმგებლობას ქვეყნის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს აკისრებს და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა არ მიიღო შესაბამისი ზომები ვირუსის შესაჩერებლად.
უფრო მეტიც, ბოლსონარუ წინააღდეგი იყო შეზღუდვების დაწესების და თავად აკრიტიკებდა მათ, ვინც კარანატინი შემოიღო. ბოლსონარუ დღემდე იცავს თავის პოზიციას და მწვავედ აკრიტიკებს იმ გუბერნატორებს, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს შეზღუდვების დაწესება.
ბოლსონარუ მიიჩნევს, რომ პირველ ადგილას ეკონომიკა უნდა იყოს და არ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკას ზიანს მიაყენებს. "ხალხი კვდება?...დიახ, ვიცი ეს, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი მოკვდება, უფრო, უფრო ბევრი თუ ეკონომიკას გაანადგურებს გუბერნატორების მიერ დაწესებული შეზღუდვები" - განაცხადა ბოლსონარუმ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჟაირ ბოლსონარუ თავდაპირველად COVID-19-ს უბრალო გრიპს უწოდებდა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირველ ადგილზე ეკონომიკაა, რომელიც გუბერნატორების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ვითარდება. ოპონენტები ბოლსონარუს იმპიჩმენტის საკითხის დაწყების განხილვას მოითხოვენ.
გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 მილიონს აღწევს. გარდაცვლილია 362 359 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 2,5 მილიონი ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი და თურქეთი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი