მორიგი აქცია ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისში 200-ზე მეტი შენობა გაძარცვეს და დააზიანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Minneapolis Star Tribune ავრცელებს.

 

გადამწვარია რამდენიმე შენობა, მათ შორის, აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის მაღაზიები, სილამაზის სალონები, სამრეცხაოები, ბენზინგასამართი სადგურები, მანქანის სარემონტო დაწესებულებები, რესტორნები და ალკოჰოლური სასმლის მაღაზიები.

 

ასევე, აქციის მონაწილეებმა გადაწვეს ერთ-ერთი ბანკის შენობა, რომელიც პოლიციის განყოფილების მოპირდაპირედ მდებარეობს.

 

ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა მომხდარი არაულობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ატლანტაში, კერძოდ ფულტონის ოლქში.

 

აქცია გაიმართა, ვაშინგტონშიც. თეთრი სახლის მიმდებარედ შეკრებილი დემონსტრანტები "მე ვეღარ ვსუნთქავ" - ლოზუნგით გამოვიდნენ. პოლიციამ ჩაკეტა თეთრი სახლის შესასვლელები. 

 

მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ძალადობრივი შეტაკებები მოხდა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ფენიქსში, კოლუმბუსსა და მემფისში. 

 

მომიტინგეებმა, ატლანტაში "CNN"-ის ოფისის შემტვრევა სცადეს და პოლიციის მანქანა გადაწვეს.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ნიუ-იორკშიც გაიმართა. პოლიციამ აქციის 150 მონაწილე დააკავა.

 

მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის ოფიცერი დააკავეს.

 

დაკავებული დერეკ შოვენი ერთ-ერთია იმ ოთხ სამართალდამცველს შორის, რომლებსაც მომხდარის გამო უფლებამოსილება შეუჩერდათ.

წაკითხვა 400 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.