ერევანში სტიქიური გამოსვლები დაიწყო - დაპირისპირება პოლიციასთან და ასზე მეტი დაკავებული
“16 ივნისს, სომხეთის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციური პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერისა და ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, გაგიკ ცარუკიანისათვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი.
ამან ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბა. ოპოზიციის მომხრეები სტიქიურად იკრიბებიან ქალაქის ცენტრში, პოლიცია კი მათ აპატიმრებს. პარლამტნტში გამართულ კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტიის “ჩემი ნაბიჯის” 87-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და ყველამ ცარუკიანისთვის იმუნიტეტის მოხსნას მისცა ხმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ერევანში სტიქიური გამოსვლები დაიწყო - დაპირისპირება პოლიციასთან და ასზე მეტი დაკავებული.
“პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური ფრაქციების “აყვავებული სომხეთისა” და “ნათელი სომხეთის” დეპუტატებმა. კენჭისყრამდე პარლამენტში სიტყვით თავად გაგიკ ცარუკიანი გამოვიდა. ამის პარალელურად პარლამენტის შენობასთან მისმა მომხრეებმა დაიწყეს შეკრება, პოლიციამ კი მათი დაპატიმრება დაიწყო იმ მიზეზით, რომ ისინი სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ და კორონავირუსის ეპიდემიის გამო სომხეთში მასობრივი თავყრილობები აკრძალულია. ცარუკიანს 2017 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვა ედება ბრალად”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პროკურორმა დავთიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა ლიდერმა ამისათვის ჯგუფიც კი შექმნა, რომლებიც თითოეულ ამომრჩეველს ხმის სანაცვლოდ 10 ათას სომხურ დრამს (დაახლოებით 63 ლარი) უხდიდნენ. ამ დანაშაულისათვის სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ცარუკიანი ამ ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. პარლამენტში გამოსვლის შემდეგ იგი კენჭისყრას არ დალოდებია და ეროვნული უშიშროების სამსახურში გაემართა, სადაც დაკითხვაზე იყო დაბარებული. პარლამენტის წინ კი პოლიციამ მისი ასამდე მომხრე დააკავა. ამის შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერებმა უკვე ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ცარუკიანის დაკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. პოლიცია კი ისევ აგრძელებდა მათ დაკავებას”. - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- “ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის” - კახა კალაძე
- “დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი” - გეკა გელაძე
- ვაშლის სამარხვო ნამცხვარი
- “დანაშაულში მონაწილე არასრუწლოვნებისთვის რესოციალიზაციის შანსის მიცემა და მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის სიმძიმის შემსუბუქება სწორ პრიორიტეტად მესახება” - გიორგი გვარაკიძე
- “რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო, არის ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა, არ ვიცი, რა დავარქვა” - თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე