იაპონიამ მრავალფუნქციური "ჭკვიანი პირბადე" შექმნა
იაპონურმა კომპანიამ, Donut Robotics-მა ინოვაციური პირბადეები შექმნა.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
გარედან თეთრი პლასტმასით დახურული პირბადე შიგნიდან ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღბს წარმოადგენს, თუმცა ის "ბლუთუზ"–ის სისტემით არის აღჭურვილი, რის გამოც მრავალ ფუნქციას ითავსებს. "ბლუთუზის" მეშვეობით ის სმარტფონს ან ტაბლეტს უკავშირდება. შესაბამისი აპლიკაცია საშუალებას იძლევა, რომ თქვენი საუბრის დროს, "ჭკვიანმა პირბადემ" ტექსტი რვა ენაზე თარგმნოს. მას ასევე შეტყობინებების გაგზავნის, დარეკვის და სხვა მრავალი ფუნქციაც აქვს.
დეველოპერები მრავალი წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდნენ პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც გიდებსა და თარჯიმნებს დაეხმარებოდა, თუმცა ეპიდემიის დამსახურებით პროდუქტმა პირბადის სახე მიიღო.
კომპანიის ინჟინრებმა ნიღბის პროტოტიპი ერთ თვეში შექმნეს. პირველი 5 ათასი ნიღაბი გაიყიდება იაპონიაში სექტემბერიდან გაიყიდება და მისი ფასი 40 აშშ დოლარი იქნება. კომპანიის ხელმძღვანელი სამომავლოდ პირბადეების გაყიდვას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც გეგმავს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ოქტომბრისთვის
- მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე „არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა“, ახსნა-განმარტებისთვის კი ის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს
- საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს
- კალაძე კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა - ის რუსეთში ავტობიზნესითაცაა დაკავებული
- იტალიელი მოდელი შეყვარებულმა დანით მოკლა