ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში შავი ჭირის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, შიდა მონღოლეთში ერთ პირს ბუბონის შავი ჭირის მსგავსი დაავადება გამოუვლინდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
აღნიშნული შემთხვევის გამო, რომელსაც ექიმები შავ ჭირს უკავშირებენ, ბაიან-ნურის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების მესამე დონე გამოცხადდა და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიის განცხადების თანახმად არსებობს ბუბონური ჭირის გავრცელების რისკი, რის გამოც, მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების მითითებით, მოსახელობას აეკრძალა ნადირობა, ამასთან, გაცემულია მითითება, ცხოველებისა და მღრღნელების გარდაცვალების ფაქტების სავალდებულო შეტყობინების შესახებ.
ჭირი გადადის ინფიცირებული რწყილის ან ცხოველის ნაკბენით, რაც ლიმფური კვანძების ანთებასა და წყლულების წარმოქმნას იწვევს.
შავი ჭირის აფეთქებაა მონღოლეთშიც. მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, ორ რაიონში კარანტინია გამოცხადებული, მას შემდეგ, რაც ორ ადამიანს ჭირი დაუდასტურდა. ერთ-ერთი დაავადებული 60 ადამიანთან უშუალო, ხოლო, 400-ზე მეტთან კი ნაწილობრივ კონტაქტში იმყოფებოდა.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
