აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 21 374-მდე გაიზარდა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 374-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 265 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 12 635 პაციენტი. ხოლო 8 474 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 529 875 ტესტი ჩატარდა.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
