"თურქეთში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ისლამიზაცია უნდა შეჩერდეს“- «Berlingske»
დანიის გაზეთ „ბერლინგსკე“-ში («Berlingske») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „თურქეთში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ისლამიზაცია უნდა შეჩერდეს“ (ავტორი - სიორენ შაუზერი), რომელშიც მკვეთრად ნეგატიურად არის შეფასებული თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მიერ გატარებული პოლიტიკა - განსაკუთრებით კი თურქული საზოგადოების ისლამიზაციისკენ მიმართული კურსი, რაც წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაქცევაშიც გამოიხატა.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„აია-სოფიას დიდი მეჩეთის“ (დღეს უკვე ასე ჰქვია ოფიციალურად წმინდა სოფიას ტაძარს - Ayasofya-i Kebir Camii) განთქმული გუმბათი, რომელიც არაჩვეულებრივად, თითქოსდა არამიწიერად ანათებს შენობას შიგნიდან, მოწმობს იმას, რომ ეს არქიტექტურული ქმნილება მართლაც სასწაულებრივია, მართლაც შედევრია, საოცრების ზღვარზე, რომლის არსებობა, შეიძლება ითქვას, ფიზიკის კანონებსაც კი ეწინააღმდეგება. გუმბათი მსოფლიოში უდიდესად ითვლებოდა მთელი ათასი წლის განმავლობაში, წმინდა პეტრეს ტაძრის აშენებამდე.
1453 წელი ბიზანტიის იმპერიისა და აია-სოფიას ტაძრისათვის საშინელი წელი გამოდგა: ოსმალებმა ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ცივილიზაციის ცენტრი დაიპყრეს, ტაძარი მეჩეთად გადააქციეს და ასეთად რჩებოდა 1930-იანი წლების შუახანებამდე, სანამ მისი ბედის გადაწყვეტაში „თურქების მამად“ წოდებული, ქვეყნის პრეზიდენტი მუსტაფა ქემალი არ ჩაერია. თურქეთის სეკულარულ-ლაიცისტური სახელმწიფოდ გადაქცევისათვის მებრძოლმა მუსტაფა ქემალმა აკრძალა ლოცვები და მეჩეთი მუზეუმად გადააქცია. ამრიგად, პრეზიდენტმა ძალზე ელეგანტურად მოაგვარა გადაუჭრელი პრობლემა: შენობა უკვე აღარ მიეკუთვნებოდა არც ისლამურ და არც ქრისტიანულ მრევლს, ის გახდა ნეიტრალური... 1985 წელს კი აია-სოფიას ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. ასე გრძელდებოდა 2020 წლის 10 ივლისამდე...
მომხდარ ცვლილებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ხასიათი აქვს. პანდემიამ თურქეთის ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა და ამით პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანსა და მისი პარტიის რეპუტაციას ჩრდილი მიადგა, მათი ავტორიტეტი შეირყა. ამიტომაც ტაძრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება რეჯეფ ერდოღანის მიერ გენიალურად გადადგმულ ტაქტიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს: მან მიიღო თურქი მუსლიმანების მხარდაჭერა და თურქეთი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, პრეზიდენტის შესახებ პლანეტის წამყვანი გაზეთების პირველ გვერდებზე წერენ.
მაგრამ იმავდროულად რეჯეფ ერდოღანის გადაწყვეტილება, ბოდიში და პოლიტიკური ღორობაც არის: ჯერ ერთი, რომ თურქეთი ნატოს წევრია და მეორეც - გეოგრაფიულად დასავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსაველთის დამაკავშირებელ ხიდად ითვლება. და ამ დროს მთელი მსოფლიოს კუთვნილი წმინდა სოფიას ტაძრის გამოყენება ხელისუფლებისათვის ბრძოლის ინსტრუმენტად მართლაც ღორობაა - ყველაზე ცუდი სიგნალი დროის ყველაზე ცუდ მომენტში“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყაროები:
https://www.berlingske.dk/ledere/tyrkiets-islamisering-af-kulturarven-maa-stoppe
https://inosmi.ru/culture/20200715/247758827.html
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"