სომხეთში 24 საათში COVID-19-ით 383 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 383 ადამიანს დაუდასტურდა.
ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 36 996-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 700 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 8 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 220 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
26 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 833 პირი კვლავ მკურნალობას გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 155 664 ტესტი ჩატარდა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
