გერმანიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა
გერმანიში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ქალაქ ვესელში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.
ინციდენტის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung იუწყება.
გამოცემის ცნობით, დაზარალებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
