ტრამპს არჩევნების გადადება არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კორონავირუსის გამო გადადება არ სურს, თუმცა, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის წინააღმდეგია.
"მე მინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს, თუმცა, არ მინდა, რომ სამი თვე ვიცადო და შემდეგ გავიგო, რომ ყველა ბიულეტენი დაიკარგა და არჩევნები არაფერს ნიშნავს",- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას უნდა, რომ არჩევნებზე ყველამ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და ხმა ისე მისცეს.
მანამდე დონალდ ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნებზე ხმის ფოსტის საშუალებით მიცემასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს მექანიზმის გაყალბების საფრთხეს შექმნის და არჩევნების შესაძლო გადადების ინიციატივით გამოვიდა. ტრამპის ამ წინადადებას მისი როგორც თანაპარტიელების, ისე დემოკრატების მხრიდან, მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
