"ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უმკაცრეს ზომებს მივმართავთ" - ლუკაშენკო
"როგორც ჩვენ ველოდით, ყველაფერი ყვავილების რევოლუციის გეგმის შესაბამისად მიდის, შიდა პოლიტიკური ვითარების აგიტაციით.
სიტუაციის ორიგინალურობა და თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან დიდია გარე ფაქტორის გავლენა", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
გამოცემა "ბელტას" ცნობით, პრეზიდენტი დღეს გროდნოს მახლობლად, სამხედრო მომზადების ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ის ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ვიქტორ ხრენინს შეხვდა და ბელარუსის საზღვრებზე არსებული ვითარება განიხილა.
პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს სამხედრო ძალების მხარდაჭერა აშკარაა, ვინაიდან მათი ჯარები ბელარუსის საზღვრებისკენ მიემართებიან. ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ქვეყნების განცხადებები უკვე პირდაპირი ჩარევაა ბელარუსის შიდა პოლიტიკაში, რაც დაუშვებელია.
ალექსანდრ ლუკაშენკომ თავდაცვის მინისტრს და დასავლეთის საოპერაციო სარდლობის კომენდანტს დაავალა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა ზომას მიმართონ და საჭიროების შემთხვევაში უმკაცრესი ზომებიც გამოიყენონ.
"ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უმკაცრეს ზომებს მივმართავთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
