„ბავშვები მანათობელი თვალებით“ – ყველაზე კაშკაშა ფოტოპროექტი
სტამბოლელმა ფოტოგრაფმა, აბდულა აიდემირმა გადაწყვიტა ეჩვენებინა ის, რასაც ადამიანთა უმეტესობა გულგრილად უყურებს – „ღარიბი ბავშვები მანათობელი თვალებით“.
სილამაზე ყველგან და ყველაფერშია. მთავარია, მისი აღქმა შევძლოთ. ცხოვრების სწრაფი რიტმის გამო, ხშირად ბევრი რამ, მათ შორის, ჩვენ გარშემო არსებული სილამაზე შეუმჩნეველი გვრჩება.

ფოტოგრაფს სჯერა, რომ ბავშვის თვალებში შესაძლოა, მთელი სამყარო იმალებოდეს. მან მოზარდებს ისეთი ფოტოები გადაუღო, რომლებიც მაგნიტივით მიგიზიდავთ და თვალს ვერ მოსწყვეტთ. მისი პროექტის გმირები არ არიან ცნობილი ადამიანების შვილები, პოპულარული და მდიდარი ოჯახების წარმომადგენლები. ამ ბავშვებს ფოტოგრაფი ქუჩებში შეხვდა.

მან ფირზე წარმოუდგენელი სილამაზე აღბეჭდა. „ბავშვები მანათობელი თვალებით“, – ასე უწოდეს ხელოვანის თაყვანისმცემლებმა მის ნამუშევრებს.
სიახლეები
- ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა
- მომდევნო 1 კვირის ამინდის პროგნოზი
- პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ოქტომბრისთვის
- ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულების შესახებ ეუთო ინფორმაციას ავრცელებს