დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აღლუმზე ნავები ჩაიძირა
ტეხასში გამართულ აღლუმზე, სადაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი, რამდენიმე ნავი ერთმანეთს შეეჯახა.
მათგან სულ მცირე, ოთხი ჩაიძირა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
ღონისძიება ტრევისის ტბაზე იმართებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მომხდარის მიზეზი ნავების დიდი რაოდენობა გახდა.
დაზიანების ან გადაუდებელი დახმარების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მომხდარის გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნავების ჩაძირვა განზრახ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
