ანდერს ბრეივიკი პირობით ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს
ნორვეგიელი მემარჯვენე რადიკალი ანდერს ბრეივიკი, რომელიც 2011 წელს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ტერაქტის მოწყობისთვის და 77 ადამიანის მკვლელობისთვის არის გასამართლებული, პირობით ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს.
მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეივიკმა ციხეში მისჯილი 21 წლიდან 8-ზე მეტი მოიხადა, რის გამოც მას, თეორიულად, ასეთი მოთხოვნის უფლება აქვს. ამასთან, განცხადება მან ორი სახელით დაწერა. ერთია ანდერს ბერინგ ბრეივიკი, მეორე - ფრიტიოფ ჰანსენი, რომელიც ბრეივიკმა ციხეში შეიცვალა.
2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა ორმაგი ტერაქტი მოაწყო. თავდაპირველად მან ოსლოში სამთავრობო მანქანა ააფეთქა, შემდეგ კი კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდები ჩაცხრილა. სულ მისი ქმედებების გამო 77 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ქართველი – თამთა ლიპარტელიანი.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
