ევროპარლამენტი ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს
ევროპარლამენტმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას არ ცნობს და ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს. ევროპელი დეპუტატების თქმით, 9 აგვისტოს არჩევნები "არც თავისუფალი, არც სამართლიანი" იყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებსაც ბელარუსში არჩევნების ფალსიფიკაციასა და რეპრესიებზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის თავად ლუკაშენკოს წინააღმდეგ.
ამასთან, სასანქციო სიაში, შესაძლოა, მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც "ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერაში უშუალოდ მონაწილეობენ".
"ევროპარლამენტი მხარს უჭერს ხელისუფლების მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაცემას ინკლუზიური ეროვნული დიალოგის შედეგად, ბელარუსი ხალხის დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემით", - აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი ბელარუსს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციები, პირველ რიგში კი ეუთო/ოდირი დააკვირდება.
დეპუტატები ასევე ქვეყანაში ძალადობის და უკანონო დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, უფლებადამცველებისთვის, აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის და სხვა დაკავებულებისთვის ბრალის მოხსნას ითხოვენ.
ევროპარლამენტი ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, დაეხმაროს ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს სვეტლანა ციხანოვსკაიას ხელმძღვანელობით.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
