იაპონიას გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა სურს
იაპონია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას აუცილებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საბჭოს მუდმივი წევრობა სურს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოშიმიცუ მოტეგიმ განაცხადა. გაერო-ს 75 წლისთავთან დაკავშირებული გზავნილი უწყების Youtube-არხზე გამოქვეყნდა.
"გაერო-ს შემდგომი განმტკიცებისთვის არ შეიძლება უშიშროების საბჭოს რეფორმირების გადადება. სამწუხაროდ, 75 წლის წინ შექმნილი სისტემა მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს სრულად ვეღარ ასრულებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნები, რომელთაც შეუძლიათ და სურთ პასუხისმგებლობის აღება, უშიშროების გაფართოებული საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ. უშიშროების საბჭო მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგება, როგორც განახლებული და ეფექტური ორგანო. იაპონია, მუდმივი წევრის სტატუსით, სრულად მზად არის ამ მოვალეობების შესასრულებლად და მსოფლიო წესრიგისა და სტაბილურობის საქმეში საკუთარი წვლილის შესატანად", - განაცხადა ტოშიმიცუ მოტეგიმ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
