"მიკროსკოპულმა ვირუსმა მთელი სამყარო დააჩოქა" - გაერო-ს გენერალური მდივანი
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა COVID-19-ის პანდემიის შედეგები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოწვევებს შეადარა და კორონავირუსს "აპოკალიფსის მე-5 მხედარი უწოდა".
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.
"ჩვენ გადამწყვეტ მომენტს გავდივართ: ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, მასშტაბებით 1945 წლის ამოცანებს არ ჩამოუვარდება. ამ პანდემიამ კრიზისი გამოიწვია, რომელის არც ერთ კრიზისს არ ჰგავს, რომელიც მანამდე ოდესმე გვინახავს", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, კორონავირუსი მხოლოდ საგანგაშო ზარი კი არ არის, არამედ გენერალური რეპეტიცია მომავალ მსოფლიო გამოწვევამდე.
"ჩვენ წინ უნდა ვიაროთ მორჩილებით, იმის აღიარებით, რომ მიკროსკოპულმა ვირუსმა მთელი სამყარო დააჩოქა", - განაცხადა გუტიერეშმა.
მისი თქმით, COVID-19-ის შედეგები მომავალში სხვადასხვა ფორმით იქნება გამოვლენილი.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ იანვარში გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან დაასახელა "აპოკალიფსის 4 მხედარი" - გამოწვევები, რომელიც კაცობრიობის მომავალს საფრთხეს უქმნის. პირველი იყო გეოპოლიტიკური დაძაბულობის მაღალი დონა, მეორე - კლიმატის ცვლილება, მესამე - მზარდი გლობალური უნდობლობა და მეოთხე - ციფრული სამყაროს ბნელი მხარე.
"თუმცა მეხუთე მხედარი ჩრდილში იმალებოდა. იანვარში მთელ მსოფლიოში დახტის COVID-19-ის პანდემიის მხედარი, რომელიც დანარჩენს ოთხს შეუერთდა და თითოეულის დამანგრეველი ძალა გააძლიერა. ჩვენ ჯანდაცვის ეპოქალურ კრიზისს, უმსხვილეს ეკონომიკურ კატასტროფასა და დიდი დეპრესიის შემდეგ სამუშაო ადგილების დაკარგვას, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით ახალ საფრთხეებს ერთდროულად შევეჯახეთ", - განაცხადა გუტიერეშმა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ყველას მოუწოდა, დაამარცხონ 5 მხედარი და ააშენონ ინკლუზიური და მდგრადი სამყარო.
"პანდემიამ გვასწავლა, რომ ჩვენი არჩევანს მნიშვნელობა აქვს", - დასძინა მან.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
