ტაილანდში ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად 17 პირი გარდაიცვალა
ტაილანდში ავტობუსისა და მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც The Guardian-ი იუწყება, უბედური შემთხვევის დროს ავტობუსში სულ 65 ადამიანი იმყოფებოდა.
პროვინციის გუბერნატორის თქმით, შემთხვევის შედეგად დაახლოებით 29 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა საბოლოო არ არის და სავარაუდოდ გაიზრდება.
ავარიის ერთ-ერთ მიზეზად ძლიერი წვიმა სახელდება, რის გამოც, ხილვადობა გართულებული იყო.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
