"მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება"- ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს .
„რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან? მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, სხვა რამის თქმა შეუძლებელია სახელმწიფოს მეთაურზე, რომელმაც არ იცის, რა არის რწმენის თავისუფლება.
„კიდევ რა შეიძლება ითქვას სახელმწიფოს მეთაურზე, რომელსაც არ ესმის რწმენის თავისუფლება და რომელიც ასე ექცევა მის ქვეყანაში მცხოვრებ განსხვავებული რწმენის მქონე მილიონობით ადამიანს?”- აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, "ისლამისტური სეპარატიზმი" საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
