რამზან კადიროვი ერდოღანს, თურქეთში ჯოხარ დუდაევის ძეგლის გახსნის გამო, ემუქრება
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "რამზან კადიროვი თურქეთში ჯოხარ დუდაევის ძეგლის გახსნის წინააღმდეგია: რას ამბობენ მოსკოვსა და ანკარაში“.
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ შინაარსს:
"ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლება და ტერორიზმის ხელშეწყობასა და წაქეზებაში დაადანაშაულა. კრიტიკის საბაბი გახდა ქალაქ კორფეზეში ) სტამბოლიდან 90 კმ-ის მოშორებით) ჩეჩნეთის (იჩქერიის) პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის სახელობის პარკისა და იქვე მისი ძეგლის გახსნა. როგორც ცნობილია, ჯოხარ დუდაევი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური იყო, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის დროს, 1996 წლის აპრილში დაიღუპა.
რამზან კადიროვი დაიმუქრა, რომ საპასუხოს იგი გროზნოში ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებლის აბდულა ოჯალანის ძეგლს გახსნის, მისი სახელის უკვდავსაყოფად. ეს ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულად მიიჩნევა, მისი ლიდერი აბდულა ოჯალანი კი იმ საპყრობილეში იხდის სასჯელს, რომელიც კუნძულ იმრალზე მდებარეობს.
"ღიად მივმართავ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს - გონს მოდით! თქვენ ან ისეთი სახელმწიფოს სტატუსს იღებთ, რომელიც ტერორისტებს საჯაროდ მხარს უჭერს, ან რუსეთის ფედერაციასთან ნორმალურ ურთიერთობას გააგრძელებთ და მის ზურგს უკან პოლიტიკას არ შეიცვლით“, - დაწერა რამზან კადიროვმა 22 დეკემბერს თავის "ტელეგრამარხში", - "ვიდრე თურქეთში თავს აფარებენ ძებნილი ბანდიტები და კაცისმკვლელები, ვიდრე ისინი ღიად აწყობენ ღონისძიებებს პარკებისათვის იმ ტერორისტების სახელის დარქმევის მიზნით, რომლებსაც ხელი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სისხლში აქვთ გასვრილი, მანამ ჩვენ ვიტოვებთ საპასუხო მოქმედების უფლებას“
რუსეთისა და თურქეთის პოზიცია
ოთხშაბათს კრემლში ჟურნალისტებმა პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, თუ რა კომენტარს გაუკეთებდა იგი რამზან კადიროვის განცხადებას.
"ჩეჩნეთის ლიდერმა თავისი გრძნობები ძალიან ემოციურად გამოხტა, მაგრამ ამის ახსნა შეიძლება. ეს არის იმ რეგიონის ლიდერის რეაქცია, რომლემაც რამდენიმე ომი და ტერორისტების მიერ ინიცირებული კონფლიქტი გადაიტანა. მათ რუსეთის ამ რეგიონის გაკონტროლება სურდათ“, - აღნიშნა პრესმდივანმა და დააკონკრეტა:
"ერთ-ერთი ტერორისტი, რომელიც ასე აკეთდა, რაღაც მომენტში მათი წინამძღოლი ჯოხარ დუდაევიც იყო... ასე რომ, როცა რამზან კადიროვმა გაიგო, რომ თურქეთში პარკს ჯოხარ დუდაევის სახელი უწოდეს და იქ მისი ძეგლიც გახსნეს, მისი რეაქცია სრულიად გასაგებია“.
დიმიტრი პესკოვმა გაიხსენა, რომ რუსეთმა პოზიცია მსგავს ფაქტებზე ჯერ კიდევ 15 დეკემბერს გამოხატა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა - "რუსეთისათვის მიუღებელია ყველა ჯურის ექსტრემისტის, ტერორისტისა და კოლაბორაციონისტისათვის ძეგლების დადგმა“.
თურქეთში რამზან კადიროვის განცხადება მთავრობასთან დაახლოებულ გაზეთ "დეილი საბაჰში" (Daily Sabah) ასეთი ფორმულირებით გამოქვეყნდა - "რუსეთის რეგიონული ლიდერი რამზან კადიროვი დაიმუქრა, რომ ლეგენდარული პიროვნების ჯოხარ დუდაევისთვის ძეგლის გახსნის საპასუხოდ იგი ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურის აბდულა ოჯალანის ძეგლს გახსნის“. კიდევ ერთმა გაზეთმა - "იენი საფაკმა" (Yeni Safak) აღნიშნა, რომ ჩეჩენეთის ლიდერმა თურქეთი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულაო... იგივე გაიმეორეს სხვა გაზეთებმაც.
თურქული მასმედია კომენტარს უკეთებს რამზან კადიროვის განცხადებას: ჩეჩნეთის ლიდერი პირდაპირ ამბობს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის სავარაუდო გაურესებაზე და ანკარას მოუწოდებს ფრთხილად იყოს, ხოლო მოსკოვს - აქტიური დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას.
როგორც "დეილი საბაჰი“ წერს, თურქეთს და რუსეთს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და აქტიურად მონაწილეობენ რეგიონული პრობლემების მოგვარებაში, მაგალითად, სირიის კრიზისში, სამხრეთ კავკასიაში და სხვაგან. მოსკოვსა და ანკარას ფართო კონტაქტები აქვთ სამხედრო სფეროშიც - თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა С-400 შეისყიდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო