ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს, 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია. მოსახლეობა ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტს ირჩევს.

ვინ არიან კანდიდატები ?

ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ორი პარტიაა – რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი კი ჯო ბაიდენია, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც 78 წლისაა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ის აშშ-ის ისტორიაში პირველი ვადით არჩეული ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება.

 

როგორია საარჩევნო სისტემა?

აშშ-ის საარჩევნო სისტემა რთული და უნიკალურია, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევს, ისინი რეალურად ამომრჩეველთა კოლეგიას ირჩევენ, რომელიც შემდეგ პრეზიდენტს ირჩევს.

ამომრჩეველთა კოლეგია 538 წევრისგან შედგება. არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერას მოიპოვებს.

ამომრჩეველთა კოლეგია შედგება შტატების წარმომადგენლებისგან. თითოეულ შტატს კოლეგიაში იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენიც კონგრესში. წევრების რაოდენობა სხვადასხვა შტატში სხვადასხვაა, შტატის სიდიდის და ამომრჩეველთა რიცხოვნობის მიხედვით.

 

როდის გვეცოდინება შედეგები?

არჩევნების შედგების გაგებას შესაძლოა, დღეები ან რამდენიმე კვირა დასჭირდეს, რადგან წელს პანდემიის გამო ამომრჩევლები ფოსტით ხმის მიცემის უფლებითაც სარგებლობენ, რაც შედგების დათვლას სავარაუდოდ გააჭიანურებს. აღსანიშნავია, რომ წინასაწარი ხმის მიცემის შესაძლებლობით 95-მა მილიონმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

მაგალითად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, დონალდ ტრამპმა გამარჯვების სიტყვა 03:00 საათზე წარმოთქვა, თუმცა წელს არჩევნების დასრულებიდან მალევე სავარაუდო გამარჯვებულის გამოვლენა გაცილებით რთული იქნება.

 

როდის იწყებს ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას?

არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, არჩეული კანდიდატი ფიცს 20 იანვარს დებს. ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება, რომელიც, როგორც წესი, კაპიტოლიუმის კიბეზე ტარდება.

ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას იწყებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

მომზადებულია „ბიბისის“ მიხედვით.

https://1tv.ge/

წაკითხვა 423 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.