არიზონას სადავო შტატში ჯო ბაიდენმა მოიგო
დემოკრატმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტოს არჩევნებში გამარჯვება არიზონას შტატშიც მოიპოვა და ამომრჩეველთა 11 ხმა დააგროვა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ არიზონაში ბაიდენმა ამომრჩეველთა 49,4%-ის, ტრამპმა კი - 49,1%-ის მხარდაჭერა მიიღო. სხვაობა ხმებში 11 000-ზე მეტს შეადგენდა. ამ დროისთვის ჯო ბაიდენს უკვე საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა, დონალდ ტრამპს კი 217 ხმა აქვს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და დარჩენილი შტატების შედეგების ბოლომდე გადათვლას ითხოვს.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
