ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ წააგო უკვე ომი ვლადიმერ პუტინმა“ (ავტორი - იუვალ ნოა ჰარარი).
სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთზე „მაქსიმალურ ზეწოლას განაგრძობს“. ამის შესახებ BBC იტყობინება.
აყარეთ თქვენი იარაღი და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს, უბრალოდ გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და წადით, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს რუსულ ენაზე.
ოკუპანტებმა ხარკოვი „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შინაგან საქმეთა მინიტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მე ვარ ვლადიმერ კლიჩკო და მივმართავ მსოფლიოს, შეაჩეროს ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, - ამის შესახებ ვიდეო მიმართვას მოკრივე ვლადიმერ კლიჩკო "ტვიტერში" ავრცელებს.
