ალექსეი ნავალნი მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კოლონიაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორზე, ალექსანდრ კალაშნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, ზამფარას შტატში შეიარაღებულმა პირებმა 317 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ყველა სახის გადატრიალების წინააღმდეგნი ვართ, – ასე ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.
ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ («Financial Times») აქვეყნებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ექს-თავმჯდომარის მადლენ მუნის მოკლე წერილს სათაურით „ქართველებმა რუსული სირენის ხმას ყურადღება არ უნდა მიაქციონ“, რომელშიც იგი თავის თვალსაზრისს გამოხატავს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
