March 8, 2026

ოქტომბერი 08 2024 წაკითხვა 348 ჯერ

უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხვდები,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, კამალა ჰარისი აცხადებს.

„ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, – განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება ამ წარმატების ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპის შესახებაც განაცხადა, რომ ის ვერ შეძლებს ომის დასრულებას.

”ტრამპი საუბრობს, რომ მას შეუძლია დაასრულოს ომი პირველივე დღეს. იცით ეს რა არის? საუბარია კაპიტულაციაზე. ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი, სწორედ ახლა, კიევში იჯდებოდა“, – აღნიშნა ჰარისმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი ურყევია. ვამაყობ უკრაინის გვერდით დგომით და სულ ასე გავაგრძელებ“, – აღნიშნა ჰარისმა.

ოქტომბერი 07 2024 წაკითხვა 296 ჯერ

დღეს, 7 ოქტომბერს, ერთი წელი შესრულდა ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური, ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მასშტაბური თავდასხმიდან, რომელსაც 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ისრაელის მხრიდან მოჰყვა დიდი მსხვერპლის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში.

ოქტომბერი 07 2024 წაკითხვა 359 ჯერ

ნატოს და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდება. ფიცოს თანახმად, სანამ ის პრემიერ-მინისტრია, სლოვაკეთი არ დასთანხმდება ნატოში უკრაინის მიღებას. როგორც გერმანული DW წერს, ფიცომ ეს განაცხადა 6 ოქტომბერს, სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ოქტომბერი 06 2024 წაკითხვა 385 ჯერ

ისრაელი რეგიონულ კონფლიქტებს ოკუპაციის გასამართლებლად იყენებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ოქტომბერი 06 2024 წაკითხვა 347 ჯერ

ისრაელს არანაირი გარანტიები არ მოუცია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყამს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოქტომბერი 06 2024 წაკითხვა 378 ჯერ

ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება - მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გვერდი 82 სულ 370
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.