ოქტომბერი 09 2024 წაკითხვა 340 ჯერ

უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთთან ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოქტომბერი 08 2024 წაკითხვა 369 ჯერ

უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხვდები,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, კამალა ჰარისი აცხადებს.

„ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, – განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება ამ წარმატების ფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპის შესახებაც განაცხადა, რომ ის ვერ შეძლებს ომის დასრულებას.

”ტრამპი საუბრობს, რომ მას შეუძლია დაასრულოს ომი პირველივე დღეს. იცით ეს რა არის? საუბარია კაპიტულაციაზე. ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი, სწორედ ახლა, კიევში იჯდებოდა“, – აღნიშნა ჰარისმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი ურყევია. ვამაყობ უკრაინის გვერდით დგომით და სულ ასე გავაგრძელებ“, – აღნიშნა ჰარისმა.

ოქტომბერი 07 2024 წაკითხვა 314 ჯერ

დღეს, 7 ოქტომბერს, ერთი წელი შესრულდა ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური, ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მასშტაბური თავდასხმიდან, რომელსაც 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ისრაელის მხრიდან მოჰყვა დიდი მსხვერპლის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში.

ოქტომბერი 07 2024 წაკითხვა 377 ჯერ

ნატოს და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდება. ფიცოს თანახმად, სანამ ის პრემიერ-მინისტრია, სლოვაკეთი არ დასთანხმდება ნატოში უკრაინის მიღებას. როგორც გერმანული DW წერს, ფიცომ ეს განაცხადა 6 ოქტომბერს, სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ოქტომბერი 06 2024 წაკითხვა 419 ჯერ

ისრაელი რეგიონულ კონფლიქტებს ოკუპაციის გასამართლებლად იყენებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ოქტომბერი 06 2024 წაკითხვა 371 ჯერ

ისრაელს არანაირი გარანტიები არ მოუცია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყამს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გვერდი 85 სულ 373
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.