September 11, 2025

მაისი 23 2024 წაკითხვა 343 ჯერ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაუშვა აშშ-ის, ამერიკის მოქალაქეების, რეზიდენტების, უპირატესად ამერიკის ბაზარზე მომუშავე კომპანიებისა და მათი კუთვნილი კომპანიების ქონების კონფისკაცია რუსული აქტივების კომპენსაციისთვის. შესაბამისი ბრძანებულება ხუთშაბათს გამოქვეყნდა.

მაისი 22 2024 წაკითხვა 306 ჯერ

თეთრმა სახლმა 21 მაისს განაცხადა, რომ შეისწავლის ცნობას იმის შესახებ, რომ ისრაელმა აღჭურვილობა ჩამოართვა The Associated Press-ს. მან ინციდენტს "შემაშფოთებელი" უწოდა.

მაისი 22 2024 წაკითხვა 362 ჯერ

პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა: ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა.

მაისი 21 2024 წაკითხვა 343 ჯერ

რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის 29 დრონი გამოიყენეს. საჰაერო ძალების თანახმად, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მაისი 21 2024 წაკითხვა 308 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, დონეცკის და ხარკოვის მიმართულებებით კონტროლს ინარჩუნებენ. გასულ ღამით, თავდაცვის ძალების მთავარსარდალთან საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს მართვად საავიაციო ბომბებს, რაც ისევ და ისევ აჩვენებს, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და სამხედროების გადასვლა ახალ საბრძოლო თვითმფრინავებზე.

მაისი 21 2024 წაკითხვა 296 ჯერ

პოლონეთში დაკავებულია ცხრა პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან საბოტაჟსა და დივერსიაში რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განუცხადა ტელეკომპანია TVN24-ს.

გვერდი 80 სულ 348
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.