მოსკოვში ფინეთის საელჩომ რუსეთს თავისი დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების გარანტია მას შემდეგ სთხოვა, რაც უცნობმა პირებმა შენობას უროები დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩინეთში 20 დეკემბერს კორონავირუსული ინფექციით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი ამ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით მიაწოდოს, „უბრალოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ამის შესახებ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარიუპოლში 10 300-მდე ახალი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
მარია ზახაროვას თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის მიერ საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“.