თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვები, რომლებიც რუსეთის ჯარმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა, უკან დააბრუნეს.
სულ ცოტა 63 ადამიანი დაუღუპა და 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა იოჰანესბურგში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინფორმაციას BBC სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ უკრაინამ დასავლეთს მართლაც შეუთანხმა ყირიმზე დარტყმები, ეს რუსეთს აძლევს საშუალებას იმოქმედოს jus ad bellum-ის(ომის უფლება) ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.
უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.