ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება ომში, არ გააგზავნის ჯარებს, მაგრამ სხვადასხვა გზით მხარს დაუჭერს უკრაინას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ავსტრალიამ დღეს ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელიც 67 რუს ოფიციალურ პირს ეხება.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა „დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული“.
რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხდა.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.