უკრაინაში 24 თებერვლიდან, რუსეთის შეჭრის დღიდან, სულ მცირე 20 ჟურნალისტი მოკლეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის „ჟურნალისტთა ეროვნულ კავშირში” აცხადებენ.
ნატო-ში უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ახალ უფრო მასშტაბურ ეტაპს პროგნოზირებენ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეოანამ განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ დაუფიქრებლად მოქმედებს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პირველად საუკუნის განმავლობაში რუსეთი საგარეო ვალის დეფოლტის წინაშეა. საერთაშორისო მედიის ცნობით, მთავრობამ საერთაშორისო ობლიგაციების გადახდა გასულ კვირას რუბლებში განახორციელა იმის მიუხედავად, რომ დავალიანება დოლარებში იყო დასაფარი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკების დროს საბრძოლო მოქმედებებში პაუზა არ იქნება.