უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1,5 მილიონი ბავშვი ლტოლვილი გახდა, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ჯო ინგლიშმა CNN-ს განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში 11 პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეზღუდა, მათ ნაწილს რუსეთთან თანამშრომლობა ედება ბრალად.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჩინეთს რუსეთის შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდა.
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში კონფლიქტს გაუმართლებელი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და სთხოვა შეწყვიტონ „ეს ამაზრზენი ომი“.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი დაიღუპა.
საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ჟიტომირის მახლობლად უკრაინის სპეცოპერაციის ძალების სასწავლო ცენტრზე, სადაც უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
