ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ის „სულის მოთქმას“ ცდილობს.
ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა, განაცხადა, რომ არ ენდობა რუსეთის ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღე-ნახევრიანი ზავის განკარგულება გასცა.
აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას გამოიყენებს ძალების მოსაკრებად, სამხედრო დანაყოფების გადაჯგუფებისა და ახალი თავდასხმების მოსამზადებლად.
რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ) ბეჭდავს სტატიას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის შესახებ, სათაურით „შეუცვლელი რეჯეფი: როგორ გახდნენ დასავლეთი და აღმოსავლეთი თურქეთის პრეზიდენტზე დამოკიდებული“ (ავტორი - კირილე კრივოსეევი, პოლიტიკური მიმომხილველი).
რუსეთის პატრიარქი კირილი „საშობაო ზავის“ გამოცხადების მოწოდებით გამოდის. კირილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უკრაინასთან 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00-მდე „საშობაო ზავი“ გამოცხადდეს.