ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზეც საელჩო აღნიშნავს, რომ ეს არის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს. მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
მთიან ყარაბაღში კვლავ ისვრიან. 3 ადამიანი დაიღუპა, 14 დაიჭრა. აზერბაიჯანმა ახალ სამხედრო ოპერაციას “შურისძიება” დაარქვა.
ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს ტაივანში ჩასვლისა და „მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების“ საპასუხოდ სანქციებს უწესებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც დამატებითი ფინანსების მობილიზების შესაძლებლობას მისცემს. მანამდე საგანგებო სიტუაცია გამოცხადებული იყო მხოლოდ რამდენიმე შტატში, მათ შორის, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში.