ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ რუს ექსპერტთან და პოლიტოლოგთან ფედორ ლუკიანოვთან, რომელიც მას კორესპონდენტმა ბენუა ვიტკინმა ჩამოართვა.
შეერთებული შტატები, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ გაგზავნის.
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aljazeera წერს.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ვარაუდობს, რომ რუსეთს რამდენიმე თვეში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია, რადგან მას საზღვრის გასწვრივ 175 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული.
კორონავირუსზე დამატებითი ტესტირება"ომიკრონის" შტამთან საბრძოლველად უფრო ეფექტური გზა იქნება, ვიდრე საერთაშორისო მოგზაურობის ახალი შეზღუდვები.
დაახლოებით 45 მილიონი ადამიანი მსოფლიოს 43 ქვეყნიდან, შესაძლოა, შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის 2022 წლის გლობალურ ჰუმანიტარულ მიმოხილვაშია აღნიშნული.