აპრილი 20 2022 წაკითხვა 426 ჯერ

აზოვის ბატალიონი აცხადებს, რომ აზოვ სტალის ქარხანა დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა.

აპრილი 19 2022 წაკითხვა 390 ჯერ

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ნავთობისა და გაზის შესახებ სანქციებს მხარს არ უჭერს და ამასთან, უკრაინაში, უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის ტრანზიტს არ დაუშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩვენ არ შეგვიძლია, უნგრელი ხალხი ვაიძულოთ, გადაიხადონ ამ ომის ფასი, ამიტომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე სანქციებს არ ვამტკიცებთ", - განაცხადა სიიარტომ, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათი ტერიტორიის გამოყენებას უშვებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის, მაგრამ უნგრეთი ამას არ გააკეთებს. მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

აპრილი 19 2022 წაკითხვა 377 ჯერ

ნიდერლანდები უკრაინაში მძიმე საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

აპრილი 19 2022 წაკითხვა 390 ჯერ

ლეგიონ „აზოვის“ ხელმძღვანელის სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხანა იბომბება და ბირთვულის გარდა, რუსები იყენებენ ყველანაირ შეიარაღებას, რაც კი აქვთ.

აპრილი 19 2022 წაკითხვა 402 ჯერ

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 5“-ის სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ.

აპრილი 19 2022 წაკითხვა 379 ჯერ

საბერძნეთიდან და ესპანეთიდან გამოძევებული რუსი დიპლომატების რუსეთში დასაბრუნებლად მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი იძულებული იყო შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი ეფრინა, - შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ FlightRadar24-ზეა განთავსებული.

გვერდი 159 სულ 275
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.