იანვარი 24 2022 წაკითხვა 355 ჯერ

ნატო-ს მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე გამანადგურებლებს გზავნიან შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად, როცა უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ხორციელდება, - ამის შესახებ ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

იანვარი 23 2022 წაკითხვა 377 ჯერ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის საგარეო უწყებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული განცხადებების გავრცელება. ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS -ი ავრცელებს.

იანვარი 23 2022 წაკითხვა 350 ჯერ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იანვარი 22 2022 წაკითხვა 315 ჯერ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებისთვის განკარგულება გასცა, ორშაბათიდან ქვეყნიდან ევაკუაცია დაიწყონ, - ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს.

იანვარი 20 2022 წაკითხვა 688 ჯერ

რუსეთი შიშობს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

იანვარი 20 2022 წაკითხვა 350 ჯერ

რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

გვერდი 167 სულ 260
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.