თებერვალი 21 2022 წაკითხვა 630 ჯერ

2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარებს უკრაინასა და საქართველოსთვის - თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, რომ არ იქნება მეორე ნაბიჯი?, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა.

თებერვალი 21 2022 წაკითხვა 345 ჯერ

აშშ-ის საელჩო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში 2008 წელს განვითარებულ სცენარს ადარებს და აცხადებს, რომ მსოფლიო მეტად აღარ გასულელდება.

თებერვალი 21 2022 წაკითხვა 410 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამტკიცებს, რომ უკრაინის ნატოში მიღებას არ აპირებენ „ხვალ“, მაგრამ მსგავსი მორატორიუმი - ალიანსის გეგმების რეალიზაციაა და არა რუსეთისთვის დათმობა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

თებერვალი 21 2022 წაკითხვა 586 ჯერ

რუსეთი პირველი არასდროს, არავის დასხმია თავს და ამდენი კონფლიქტის გადამტანს, არც კი სურს წარმოთქვას სიტყვა „ომი“, - ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

თებერვალი 20 2022 წაკითხვა 406 ჯერ

ევროკავშირი დონბასში დასახლებული პუნქტების მისამართით ცეცხლის გახსნას გმობს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში და მის გარშემო შეიარაღებული ძალების მობილიზება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

თებერვალი 19 2022 წაკითხვა 620 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სადაზვერვო ინორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაში შეიჭრება. ეს განცხადება მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბაიდენის თქმით, პუტინის სამიზნე კიევია. 

გვერდი 163 სულ 260
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.