რუსეთის პატრიარქმა კირილმა ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მოვლენები ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სამოქალაქო კონფლიქტში ერთმანეთს ხალხი შეეჯახა.
„ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია, - ამ ინფორმაციას Euronews ფრანგი მენციერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პლატფორმა Worldometers-ის მიხედვით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 2.7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „ომიკრონ“ შტამი ხალხს კლავს და მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს. მისი თქმით, ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიოს „ახალი შემთხვევების ცუნამი“ ემუქრება.
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. იქამდე, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი განსაკუთრებულ რეჟიმს ცალკეულ ოლქებსა და ქალაქებში აწესებდა.