ივნისი 06 2020 წაკითხვა 1003 ჯერ

იაპონიის საჰაერო კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA)  ხელოვნური თანამგზავრის შემუშავება დაიწყო, რომელიც ე.წ კოსმოსურ ნარჩენებს, იგივე კოსმოსურ ნაგავს გაანადურებს. 

ივნისი 06 2020 წაკითხვა 810 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა სურს.

ივნისი 05 2020 წაკითხვა 814 ჯერ

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კოროავირუსისგან 1 473 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ივნისი 04 2020 წაკითხვა 844 ჯერ

რუსეთში ციმბირის ერთ-ერთი თბოელექტროსადგურის ხელმძღვანელი დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც პოლარული წრის მიღმა მდებარე ობიექტიდან 20 ათასმა ტონა დიზელის საწვავმა გაჟონა და მოხვდა ნიადაგში, ორ მდინარესა და ტბაში.

4 ივნისს კრასნოიარსკის მხარის სასამართლომ ვიაჩესლავ სტაროსტინს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 31 ივლისამდე.

 

მას ეკოლოგიური ნორმების დარღვევასა და დაუდევრობაში ედება ბრალი.

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საგანგებო ვითარება გამოაცხადა 29 მაისს ქალაქ ნორილსკში მომხდარი ინციდენტის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

 

ელექტროსადგური ეკუთვნის მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის მწარმოებელი წამყვანი კომპანიის, Norilsk Nickel-ის შვილობილ კომპანიას.

 

Greenpeace Russia-მ განაცხადა, რომ ეს ამ მასშტაბის პირველი ავარიაა არქტიკაში.

 

რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, ლენა პანოვას თქმით, ადგილობრივი ეკოსისტემის აღდგენას მინიმუმ ათი წელი დასჭირდება.

ივნისი 04 2020 წაკითხვა 833 ჯერ

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა.

ივნისი 03 2020 წაკითხვა 752 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მიწვევა „გონივრული აზრია“.

გვერდი 277 სულ 305
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.