ერდოღანი - ლიბიის სულთანი?!

ფრანგულ გაზეთ „ფიგარო“-ში Le Figaro») 21 ივნისს გამოქვეყნებულია პოლიტიკური მიმომხილველის ჟან-მარკ გონენის სტატია სათაურით „ერდოღანი - ლიბიის სულთანი?!“, რომელშიც გადმოცემულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდორანის ჭეშმარიტი მიზნები ლიბიაში.

 

პუბლიკაციის დასაწყისში ავტორი მიმოიხილავს ლიბიაში შექმნილ ვითარებას: ე.წ. „არაბული რევოლუციის“ შედეგად მუამარ კადაფის სიკვდილის შემდეგ ლიბიაში ქაოსური სიტუაციაა გაბატონებული. ქვეყანა ფაქტიურად ორ ბანაკადაა გაყოფილი - დასავლეთი ნაწილი - ტრიპოლიტანია (დედაქალაქ ტრიპოლის ჩათვლით), რომელსაც ეროვნული ერთიანობის მთავრობა აკონტროლებს ფაიზ სერაჯის ხელმძღვანელობით და აღმოსავლეთი - კირენაიკა, რომელსაც ლიბიის ეროვნული არმიის სარდალი, გენერალი ჰალიფ ჰაფთარი აკონტროლებს. ორივე თავს ლიბიის ჭეშმარიტ მმართველად თვლის. ორივე ლიდერს თავისი მხარდამჭერები ჰყავს: გაეროს წევრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფაიზ სერაჯის მთავრობას უფრო მეტი ლეგიტიმურობა აქვს, ვიდრე ჰალიფ ჰაფტარის ხელისუფლებას. ორივეს ჰყავს თავისი დამხმარეები: ფაიზ სერაჯს - თურქეთი (ოფიცილურად), ჰალიფ ჰაფტარს - ეგვიპტე, რუსეთი და საფრანგეთი (არაოფიციალურად).

 

2018-2019 წლებში გენერალმა ჰალიფ ჰაფტარმა აქტიური შეტევა განახორციელა და ტროპოლიტანია დაიკავა, დედაქალაქ ტრიპოლს მიადგა. ყველას ეგონა, რომ იგი ფაიზ სერაჯის მთავრობას დაამხობდა, მაგრამ... მიმდინარე წლის ივნისში ლიბიის სამთავრობო ჯარების კონტრშეტევის შედეგად ჰალიფ ჰაფტარმა ყველა ადრე დაკავებული ტერიტორია დაკარგა. ფაიზ სერაჯის წარმატებები განაპირობა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ გაწეულმა ოფიციალურმა სამხედრო დახმარებამ, თურქეთის არმიის ნაწილების ლიბიაში გაგზავნის შედეგად.

 

ბევრმა არ იცის, რომ ლიბია 1911 წლამდე... ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, რეჯეფ ერდოღანს კი ნეოსმანური იდეები აწუხებს - იგი ისტორიულად ერაყსაც, სირიასაც და კიდევ სხვა ქვეყნების ნაწილებს ოსმალეთის იმეპერიის ნაწილებად მიიჩნევს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის გასაცნობიერებლად, თუ რატომ გაუწია დახმარება თურქეთმა ლიბიის „ეროვნული ერთიანობის“ მთავრობას“.

 

თურქი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი დღეს ტკბება იმით, რომ თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინის მიმართ ლიბიაში რევანში განახორციელა - მოსკოვის მიერ სირიაში მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი მართლაც წაგებულია - იგი არაოფიციალურად მხარს უჭერს ჰალიფ ჰაფტარს და მის დასახმარებლად ლიბიაში ე.წ. „ვაგნერის დაჯგუფების“ რუსი სამხედრო მოხალისეები გაგზავნა, რომლებიც თურქეთის არმიის ნაწილებმა შეავიწროვეს. რეჯეფ ერდოღანს თავი უკვე თურქეთისა და ლიბიის (ჩათვალე: ოსმალეთის) სულთნად წარმოუდგენია...

 

სტატიის დასასრულს ავტორი მაინც ეჭვს გამოხატავს, რომ რეჯეფ ერდოღანი თავის საბოლოო მიზნებს განახორციელებს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/erdogan-sultan-de-libye-20200619

წაკითხვა 447 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.