"წარმოუდგენელია, რა იქნებოდა მსოფლიოს მომავალი, ის რომ წითელ არმიას არ დაეცვა"
იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რა იქნებოდა მსოფლიოს მომავალი, ის რომ წითელ არმიას არ დაეცვა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე აღლუმის დროს განაცხადა.
”წითელი არმიის ჯარისკაცებს არ სჭირდებოდათ ომი, სხვა ქვეყნები, დიდება და პატივი. ისინი იბრძოდნენ მტრის დამარცხებისთვის, გამარჯვებისა და შინ დაბრუნებისთვის. მათ ევროპის თავისუფლებისთვის აუნაზღაურებელი ფასი გადაიხადეს“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, ყველას ახსოვდეს, რომ საბჭოთა ხალხმა ნაციზმზე გაიმარჯვა და მისი სახით საშინელი ბოროტება დაამარცხა.
მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღლუმი მიმდინარეობს.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
