როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
ილონ მასკი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
ჩემს გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა, – ამის შესახებ ე.წ. სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
,,რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს”, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექვსი თვის ვადით შეაჩერა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შესვლა, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას აპირებენ.
