პიგმენტური ლაქების მოცილება სახლის პირობებში
ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს კანზე დაბერების ნიშნები მუქი ლაქების სახით ჩნდება. ეს პიგმენტურ ლაქებია, რომლებსაც ზოგი მზის ჭორფლსაც უწოდებს. ისინი შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილზე გაჩნდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად სახე, მკლავები და ხელები ზარალდებიან.
ჰიპერპიგმენტაცია
ზოგადად, კანის ფერი დამოკიდებულია პიგმენტ მელანინზე, რომელსაც კანში არსებული უჯრედები – მელანოციტები გამოიმუშავებს. მისი რაოდენობა ფერის პირდაპირპროპორციულია. მელანინის გარეშე კანი მოთეთროა და სისხლძარღვების ვარდისფერი ჩრდილები ეტყობა.
რაც უფრო იმატებს პიგმენტი, მით უფრო მუქდება კანიც. ჩვეულებრივ, მელანინი კანის მთელ ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება, მაგრამ არის არათანაბარი განაწილების შემთხვევებიც. სწორედ ამის შედეგია ხალები, ჭორფლი, მუქი ლაქები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საშიში არ არის, მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ, რომ გამუქება ან ზომაში მომატება არ გამოგეპაროთ.
იტალიელი ბებიები ასეთ ლაქებს მარტივი ინგრედიენტების გამოყენებით აქრობენ, რომლებიც ყველას სახლში აქვს.
კვლევებმა დაადასტურეს, რომ ხახვი იარების შეხორცებას ეხმარება, ვაშლის ძმარი კი კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას. ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია თქვენს კანს სილამაზეს და ახალგაზრდულ იერს დაუბრუნებს!
თანაბარი რაოდენობის ხახვის წვენი და ვაშლის ძმარი ერთმანეთში აურიეთ და პიგმენტურ ლაქებზე წაისვით.
თუ ამ პროცედურას რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყოველდღე გაიმეორებთ, ნახავთ, რომ ლაქები უფრო გაფერმკრთალდება, დაპატარავდება და საბოლოოდ გაქრება.
წყარო:fun time
სიახლეები
- ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა
- „ოთხი რამ იცავს სულს…“ – ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან
- „კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ - დონალდ ტრამპი
- ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აშშ-ს თანამშრომლობა შესთავაზა
- 5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
