აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დაშლის შესახებ,- ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება.
კიევის რეჟიმისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ეწინააღმდეგება მშვიდობის მიღწევის განზრახვებს. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. დაზიანებულია სახლები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები.
რუსეთმა დაბომბა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ შეაჩერებდა თავდასხმებს ქსელზე,- ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორივე მხარეს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო “ვლადიმირ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსი სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება”.