უკრაინაში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში ცალმხრივად გამოაცხადა, ძალაში შევიდა, რადგან რუსეთი პარასკევს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ემზადება.
მოსკოვში სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს (როსავიაცია) პრესმდივანი, არტემ კორენიაკო ავრცელებს.
ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ვლადიმირ პუტინის მიერ 7-10 მაისს გამოცხადებული დროებითი ზავის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის დარტყმას უპასუხებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღევანდელ, 6 მაისის პრესკონფერენციაზე.
პაპი ფრანცისკეს 9-დღიანი გლოვის პერიოდი დასრულდა, კარდინალებმა წმინდა პეტრეს ტაძარში ბოლო სამგლოვიარო მესა აღავლინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ დღეში ისინი კონკლავს გამართავენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.