დღეიდან საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ ნებადართულია
საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა.
მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის "კრიტიკულად აუცილებელია", დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნა.
ამ დრომდე ონლაინ მხოლოდ მზა საჭმელის გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს დაემატა საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც.
მაგალითად, თუკი ამ დრომდე მხოლოდ პიცისა და წვნიანის შეკვეთა შეგეძლოთ, ახლა უკვე დისტანციურად წიგნის, სათამაშოს და სხვა თქვენთვის საჭირო ნივთებსაც იყიდით.
საქართველოში ონლაინვაჭრობა რამდენიმე დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე, შეიზღუდა.
გუშინ, პირველ აპრილს საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თუ კომპანიები ჯანდაცვის პირობებს შეასრულებდნენ, ონლაინგაყიდვების ნებართვას მიიღებდნენ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი