„საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი" -ნათია თურნავა
„საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ აქამდე მსოფლიო საქართველოს იცნობდა, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე, სტუმართმოყვარე, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყანას, რომელსაც აქვს უნიკალური ბუნება თუ ისტორია, ახლა მსოფლიო ხელახლა გაიცნობს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას.
„ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის ახალი, კონკურენტული უპირატესობები, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება და ასევე სრულიად უნიკალური გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინა ტურიზმის ინდუსტრიამ და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა საკარანტინე ზონების მომსახურების, შესაბამისი სერვისების გაწევის ფარგლებში. ეს ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით" - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ჩვენ არამარტო შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება, არამედ შევინარჩუნეთ ეს ინდუსტრია და 2500-მდე დასაქმებული, რომლებიც სწორედ ამ პროგრამის წყალობით აგრძელებს მუშაობას და ფლობს უნიკალურ უნარ-ჩვევებს. „კარანტინებში მოვემსახურეთ 19 000-ზე მეტ ადამიანს და ახლა ყველაფერი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეს გამოცდილება „გადავთარგმნოთ" ჩვენს ახალ იმიჯში, ახალ კონკურენტულ უპირატესობაში. ასეთივე უნიკალური გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა აეროპორტებმა და იქ მომუშავე პერსონალმა, სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა და იქ მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, მუნიციპალურმა სერვისებმა, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ ზონებში კარანტინში მყოფი ადამიანების მომსახურებას ახორციელებდნენ და ეს არის სწორედ უნიკალური გამოცდილება, რომლის კაპიტალიზაციაც ახლა უნდა მოვახდინოთ და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია," - განაცხადა ნათია თურნავამ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი